მენდიმ „რეალს“ მოთხოვნა წაუყენა

ტრადიციისამებრ, ზაფხულის ამ პერიოდში სამეფო კლუბში მომდევნო სეზონის დაგეგმვით არიან დაკავებულნი.

Marca-ს ინფორმაციით, განვლილ სეზონში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, ფერლანდ მენდი კლუბისგან ყოველწლიური ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. ზიდანის დარიგებულ „რეალში“ ფრანგი განაპირა მცველი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან სტაბილური თამაშის წყალობით მწვრთნელისა და გულშემატკივრების ნდობა მოიპოვა, რამაც მარსელოს სათადარიგო სკამზე გადანაცვლება გამოიწვია.

ოფიციალურ მადრიდში კმაყოფილნი არიან მენდის გარჯით, თუმცა მისი კონტრაქტის გადახედვას არ აპირებენ. მეტიც, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი პრობლემის გამო, შარშან, „რეალმა“ მოთამაშეებს ანაზღაურების 10 პროცენტით დაკლების თხოვნით მიმართა.

როგორც ცნობილია, ფერლანდის ჰონორარი 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.


1

23 ივნისი 2021 17:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 337
ეკუთვნის მეტი ხელფასი... ბეილს 17-ს აძლებდნენ არაფერში და ამას 2-3 უნდა ჰქონდეს?
-----------------------
Hala Madrid! White heart!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (86)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)