„ბაიერნი“ ჰოლანდისთვის ბოლომდე იბრძოლებს
BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნში“ რობერტ ლევანდოვსკის წასვლის სერიოზულად ეშინიათ და მის შემცვლელზე ფიქრობენ...
„რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობის აზრით, ერლინგ ჰოლანდი პოლონელი ფორვარდის იდეალური შემცვლელი იქნება. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგაში თავის დამკვიდრება და უამრავი გოლის გატანა უკვე შეძლო, ასე რომ „ბაიერნი“ მისთვის განსაკუთრებული სიახლე არ იქნება.
`BILD იუწყება, რომ გერმანული კლუბი ყველაფერს გააკეთებს ჰოლანდის დასაყოლიებლად და მისთვის ბოლომდე საბრძოლველად.
ბავარიელებმა იციან, რომ ჰოლანდის მამას და აგენტს, მინო რაიოლას შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტთან და გენარალურ დირექტორთან, აქედან გამომდინარე, აქტიური ნაბიჯების გადადგმას იწყებენ.
- 23 ივნისი 2021
- 749
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.