გადამწტვეტი ზაფხული როდრიგოსთვის
ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის მიმდინარე ზაფხული მეტად მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, გადამწყვეტიც.
თავდაპირველად, როდრიგო ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებში მოიაზრებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, კლუბის მითითებით, შემტევი ტოკიოში აღარ გაემგზავრება. ის, 5 ივლისს, „ვალდებებასზე“ გამოცხადდება და თანაგუნდელებთან ერთად, ახალი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყებს წინასასეზონო მომზადების პროცესს. აღნიშნული გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ ანჩელოტი იმედის თვალით შეჰყურებს გოეშს და ახლა უკვე ყველაფერი უშუალოდ მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმოაჩენს შესაძლებლობებს.
განვლილი სეზონი როდრიგოსთვის საკმაოდ უღიმღამო გამოდგა და ამის მიზეზი პირველ რიგში არის ტრავმიანობა. მან საერთო ჯამში 1298 წუთი გაატარა საქმეში, გაიტანა რა 2 გოლი (თითო-თითო ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაზე) და მიითვალა 7 ასისტი (1 ჩემპიონთა ლიგაზე და 6 ლა ლიგაზე). რაც შეეხება მის პირველ სეზონს „რეალის“ ფეხბურთელის რანგში, 7 შედეგიანი დარტყმა განახორციელა, მათ შორის ყველაზე გამოსარჩევია ჰეთ-თრიქი „გალათასარაისთან,“ და 3 საგოლე პასი.
წინასწარი ცნობით, სამხრეთ ამერიკული გუნდის ოლიმპიურ შემადგენლობაში მადრიდელი ფეხბურთელები არ იქნებიან.
AS
- 23 ივნისი 2021
- 637
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.