ანჩელოტი აქტიურად აკვირდება თავის ფეხბურთელებს
რამდენიმე დღის წინ, კარლო ანჩელოტი „ვალდებებასის“ ბაზაზე იმყოფებოდა. მიუხედავად არდადეგებისა, იტალიელმა სპეციალისტმა მომავალი სამუშაო ადგილი და იქ არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა მოინახულა.
როგორც იცით, სამეფო კლუბი 5 ივლისს დაიწყებს წინასასეზონო მომზადებიის პროცესს, თუმცა არსებული საერთაშორისო სანაკრებო ტურნირებიდან გამომდინარე, მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში განახევრებული შემადგენლობა იქნება.
ამ მომენტისათვის, კურტუა, აზარი, მოდრიჩი, კროოსი, ალაბა, ვარანი, ბენზემა, ბეილი, მილიტაო, კაზემირო, ვინისიუსი და ვალვერდა თავიანთი ეროვნული გუნდების რიგებში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ანჩელოტი ბელგიის, ხორვატიის, გერმანიის, საფრანგეთის, უელსის, ბრაზილიისა და ურუგვაის შეხვედრებს არ ტოვებს. ის აქტიურად ადევნებს თვალს შეგირდების სანაკრებო ბატალიებს და გარკვეულ მონახაზებსაც აკეთებს თავის წიგნაკში. გამომდინარე იქედან, რომ კოპა ამერიკის დაპირისპირებები ევროპისთვის უჩვეულო დროს იმართება, პაპა კარლო მომდევნო დღეს უყურებს ჩანაწერს.
ანჩელოტი საკმაოდ მოტივირებულია და მოუთმენლად ელოდება ფეხბურთელებთან შეხვედრას.
- 23 ივნისი 2021
- 718
- 3