„სანტიაგო ბერნაბეუ“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს?
მადრიდის „რეალის“ მშობლიური სტადიონის რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, უდავოდ, „სანტიაგო ბერნაბეუ“ მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო არენის სტატუსს მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ესპანეთი-პორტუგალიის წყვილი იბრძვის. თუ ქვეყნებმა ერთობლივად მოიპოვოს „ფიფასგან“ აღნიშნული უფლება, დიდი ალბათობით, ფინალური შეხვედრა ლეგენდარულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ისტორიის განმავლობაში, სამეფო კლუბის საშინაო არენამ ერთხელ უკვე უმასპინძლა მთავარი სანაკრებო ტურნირის ფინალს. 1982 წელს, „ბერნაბეუზე“ იტალიისა და გერმანიის შერკინება შედგა, რომელიც „სკუადრა აძურას“ გამარჯვებით დასრულდა.
- 23 ივნისი 2021
- 914
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.