„რეალი“ კუნდეს სანაცვლოდ 60 მილიონს იხდის, „სევილია“ 20-ით მეტს ითხოვს
ანდალუსიური „სევილია“ კარგად ხვდება, რომ ჯულს კუნდე აგვისტოს ბოლომდე კლუბს შეიცვლის, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდი თანხა მიიღოს...
„რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზად არის, რომ ფრანგი მცველის სანაცვლოდ 60 მილიონი გაიღოს, თუმცა „სევილია“ 80 მილიონს ითხოვს.
სამეფო კლუბში ჯულსს რაფაელ ვარანის სრულფასოვან შემცვლელად განიხილავენ და მასში სწორედ იმ თანხის გადახდას გეგმავენ, რომელსაც გუნდი ვარანის გაყიდვით მიიღებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, „სევილია“ 60 მილიონს ადრე თუ გვიან მაინც დათანხმდება, ვინაიდან თავად ფეხბურთელსაც სურს სამეფო კლუბის ღირსების დაცვა.
- 22 ივნისი 2021
- 593
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.