სებალიოსს მალდინიმ დაადგა თვალი
„არსენალში“ 2 წლიანი ასპარეზობის შემდეგ, დანი სებალიოსი კვლავ მადრიდის „რეალის“ განკარგულებაში დაბრუნდა.
ამ ეტაპისათვის უცნობია, რა გეგმების აქვს ანჩელოტის ახალგაზრდა ნახევარმცველთან დაკავშირებით, თუმცა ფეხბურთელის შესაძლებლობებით სხვა კლუბები არიან დაინტერესებულნი. მათ შორისაა „მილანი,“ რომელიც ჩარჰანოღლუს შემცვლელის ძიებაშია. მათი სპორტული დირექტორის, პაოლო მალდინის აზრით, სებალიოსის სახით „როსონერი“ დიდ გაძლიერებას მიიღებს.
როგორც ცნობილია, მილანელებს სევილიელი მოთამაშის წაყვანა 1 წლიანი იჯარის საფუძველზე სურთ, ხოლო თავად დანის, არა ერთხელ აქვს აღნიშნული, რომ „რეალში“ სურს ფეხის მოკიდება.
საბოლოო სიტყვა პაპა კარლოზე იქნება. იტალიელი პრე-სეზონის დაწყების შემდეგ მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს.
- 22 ივნისი 2021
- 562
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.