პერესმა ანჩელოტის კიდევ ერთი ტრანსფერი დაუბლოკა
კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ „ნაპოლის“ უკანახაზელი კულიბალი მადრიდის „რეალისთვის“ იდეალური შენაძენი იქნებოდა, მაგრამ ფლორენტინო პერესს განსხვავებული პოზიცია აქვს.
„ბლანკოსის“ პრეზიდენტის აზრით, კულიბალი 80 მილიონი ევრო არ ღირს და იტალიური კლუბი მის სანაცვლოდ არარეალურ თანხას ითხოვს.
სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, პერესი „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ კარლო კულიბალს იდეალურ მცველს უწოდებს, მისი „რეალში“ მოხვედრის შანსი მინიმალურია.
- 22 ივნისი 2021
- 1 280
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.