მილიტაო: „მესისთან და რონალდუსთან უფრო მარტივია თამაში, ვიდრე...“
სამეფო კლუბისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველი ედერ მილიტაო, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რამოსის წასვლას.
„ვფიქრობ, სერხიო რამოსის სამეფო კლუბიდან გადაბარგება ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მას მიმდინარე ფორმაციის „რეალში“ მასპინძლის ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული.“
„ყველამ კარგად ვიცით ანდალუსიელის ისტორია და ის მიღწევები, რაც ფეხბურთელს თეთრი მაისურით ასპარეზობისას დაუგროვდა. ჩემთვის შეუუფასებელია მისგან მიღებული ცოდნა ამ 2 წლის განმავლობაში.“
„რამოსის დიდებული ადამიანია. მასში ყოველთვის მეფობს გამარჯვებულის სულისკვეთება. წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე.“
„ჩემი პრობლემა პრესასთან ურთიერთობიბას? ვგონებ, მესისა და რონალდუს წინააღმდეგ უფრო მარტივია თამაში, ვიდრე ჟურნალისტებთან კომუნიკაცია.“
- 22 ივნისი 2021
- 1 227
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.