ვირჯილ ვან დაიკი „რეალში“ სერხიო რამოსს შეცვლის?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ სერიოზულ გააქტიურებას და „ლივერპულთან“ მოლაპარაკებების გამართავს გეგმავს...
სერხიო რამოსის ალტერნატივად სამეფო კლუბში პაუ ტორესი და ჯულს კუნდე განიხილება. ასპარეზზე „მკრთალად“ მოსჩანს მატის დე ლიხტიც, თუმცა იტალიური „იუვენტუსი“ ჰოლანდიელის გაშვებას არ აპირებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესი მერსისაიდულ „ლივერპულს“ 65 მილიონიანი წინადადებით მიმართავს და ვირჯილთან 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას შეეცდება.
მადრიდში თვლიან, რომ კუნდეში ან ტორესში ანალოგიური თანხის გადახდას, ლივერპულელის დამატება სჯობს, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი კლასი.
ვან დაიკმა გასული სეზონი მთლიანად გამოტოვა, ვინაიდან უმძიმესი ტრავმა მიიღო და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუხდა.
იმ ფონზე, რომ ვირჯილის გარეშე იურგენ კლოპის გუნდს უმძიმესი პრობლემები ჰქონდა, რაც მთელ სეზონზე აისახა, მოლაპარაკებები რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელია.
- 21 ივნისი 2021
- 2 729
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.