„პსჟ“-ში იციან, რომ რამოსი გადაწყვეტილებას აღარ შეცვლის
ესპანური და ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-ს მანჩესტერ „იუნაიტედთან“ და „სიტისთან“ სერიოზული უპირატესობა აქვს. „ას“-ის ცნობით, სერხიოს პარიზში ცხოვრების პერსპექტივა და კარგი ფინანსური შესაძლებლობები ძალიან ხიბლავს...
ასევე „ას“ იუწყება, რომ „იუნაიტედსა“ და „სიტის“ შორის რამოსი უპირატესობას „წითლებს“ ანიჭებს და თვლის, რომ მანჩესტერის მთავარი გუნდი სწორედ „იუნაიტედია“ უდიდესი ისტორიისა და სიდიადის გამო.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რამოსი „პსჟ“-სთან ყველაზე ახლოს არის და ფრნაგული გამოცემების აქტიურად იუწყებიან, რომ სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს.
რამოსი პოჩეტინოს გუნდში 2 წლიან კონტრაქტს მიიღებს, სადაც მისი ხელფასი 15 მილიონი ევროთი განისაზღვრება. შეთანხმებაში ასევე დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხარეები 2022 წლის ზაფხულში შეიკრიბებიან და ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივებაზე იმსჯელებენ.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
- 21 ივნისი 2021
- 726
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.