„პსჟ“ მბაპეს შემცვლელს ეძებს?
სამეფო კლუბის მსგავსად, პარიზულ გრანდშიც საკმაოდ ცხელი და დაძაბული ზაფხულია მოსალოდნელი.
როგორც იცით, „პსჟ“ კილიან მბაპესთან, რომელსაც გაისად ეწურება მოქმედი ხელშეკრულება, ახალი კონტრაქტის გაფორმებას ლამობს, თუმცა უშედეგოდ. სავარაუდოდ, ახალაგზრდა ვარსკვლავი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რაც ფრანგებისთვის არცთუ ისე დამაიმედებელ სიტუაციას ქმნის.
Express-ის ცნობით, „ლურჯები“ უკვე მბაპეს შემცვლელის ძიებაში არიან და ერთ-ერთი ვერსიით, მათი რჩეული ჰარი კეინია. ინგლისელ ფორვარდს „ტოტენჰემის“ დატოვება აქვს გადაწყვეტილი და მისთვის მისაღებია ყოფილ დამრიგებელთან, მაურისიო პოჩეტინოსთან მუშაობას. ამასთანავე, „პსჟ“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც დანიელ ლევის („დეზების“ პრეზიდენტი) დასახელებული ციფრის გადახდა შეუძლია.
თავის მხვრივ, მოვლენებს გარედან აკვირდება მადრიდის „რეალი.“ „თეთრები“ კილიანის მოქმედების მოლოდინში არიან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვებიან პროცესში.
AS
- 21 ივნისი 2021
- 1 339
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.