რაზე ისაუბრეს კროოსმა და რონალდუმ?
პორტუგალიისა და გერმანიის ნამატჩევს, ტონი კროოსი და კრიშტიანუ რონალდუ ტელეკამერების ობიექტივში მოექცნენ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმ ფაქტით, თუ რაზე ისაუბრეს მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ყოფილმა თანაგუნდელებმა, რაზეც „რეალის“ ნახევარმცველმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „კრიშტიანუსთან ერთად 4 სეზონის განმავლობაში ვთამაშობდი. ჩვენ არა ერთ წარმატებას მივაღწიეთ მისი წყალობით და ეს გაზვიადებული ნათქვამი სულაც არ არის. ის დიდი ხნის განმავლობაში არ მყავდა ნანახი.“
„ჩვენ ჩატარებული თამაში მიმოვიხილეთ და ამასთანავე, მომდევნო შეხვედრებთან დაკავშირებითაც გავცვალეთ აზრები. მას წარმატება ვუსურვე და იმედი გამოვთქვი, რომ, როგორც ჩვენ, ასევე პორტუგალიელები შეძლებენ მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებას.“
„რონალდუს ასევე ვკითხე, თუ როგორი იყო იტალიური ცხოვრება.“
„სამწუხაროდ, დროში შეზღუდული ვიყავით, თუმცა გასახდელში მაისურების გაცვლა მაინც მოვასწარით. მასთან შეხვედრამ ძალიან გამახარა.“
AS
- 21 ივნისი 2021
- 1 698
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.