ანჩელოტი კარლვერტ-ლუინსაც განიხილავს
ბრიტანული Mirror-ის ინფორმაციით, იტალიელი დამრიგებელი „რეალის“ შეტევის გაძლიერებაზე აქტიურად ფიქრობს.
ამჯერად, კარლო ანჩელოტის რადარზე ყოფილი შეგირდი, დომინიკ კალვერტ-ლუინი მოექცა. ამ უკანასკნელმა განვლილ სეზონში, „ევერტონის“ რიგებში 39 მატჩში 21 გოლი გაიტანა. სპეციალისტები 24 წლის თავდამსხმელის პროგრესში სწორედ კარლიტოს დიდ წვლილს ხედავენ.
Transfermartk-ის მონაცემებით, ინგლისელის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევროს ფარგლებში მერყეობს და გამომდინარე იქედან, რომ ლივერპულელებს არცთუ ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა აქვთ, „რეალის“ მხრიდან შეთავაზების შემთხვევაში, ისინი ფიქრით თავს არ დაიღლიან და ეს ყველაფერი კარგად მოეხსენება ანჩელოტის.
კალვერტ-ლუინი ძალისმიერი ფორვარდების რიგებს მიეკუთვნება. მისი სიმაღლე 1 მეტრსა და 90 სანტიმეტრს შეადგენს.
AS
- 21 ივნისი 2021
- 762
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.