პოგბას საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა
პოლ პოგბას საკითხი მადრიდის „რეალის“ დღის წესრიგიდან მოიხსნა. ფრანგი ნახევარმცველი ზიზუს ფავორიტი იყო და ფლორენტინო პერესი მის მიმართ ინტერესს იჩენდა, მაგრამ ზინედინის წასვლის შემდეგ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული „ბლანკოსის“ რადარზე აღარ არის...
ანჩელოტის სხვა გეგმები აქვს და პოლის დამატებას აღარ განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ პოგბა მანჩესტერ „იუნაიტედის“ დატოვებას აპირებს, მას სხვა კლუბში ვიხილავთ და არა მადრიდულ გრანდში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერლიგიდან წასვლის შემთხვევაში პოლი „იუვენტუსში“ გადავა.
- 21 ივნისი 2021
- 773
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.