ანჩელოტიმ ალაბას მოთხოვნა წაუყენა
დავიდ ალაბა პირველია, ვინც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ფარგლებში სამეფო კლუბის შემადგენლობაში ჩაირიცხა.
ავსტრიელი მოთამაშე მრავალმხრივობით გამოირჩევა. მან კარიერა დაცვის მარცხენა ფრთაზე დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში, გულშემატკივრებს წარმატებული ბურთაობით დაამახსოვრა თავი, როგორც მოედნის ცენტრში, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
პარალელურად, ალაბა შედეგიანი ფეხბურთელების რიცხს მიეკუთვნება. „ბაიერნში“ თამაშის დროს, მან 33-ჯერ მოახერხა შედეგიანი დარტყმის განხორციელება, მათ შორის 2 განვლილ სეზონში, რასაც 7 საგოლე გადაცემაც დაუმატა.
გავრცელებული ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის კონკრეტული მოთხოვნა აქვს დევიდის მიმართ - სეზონის განმავლობაში საშუალოდ 4-5 გოლის გატანა და ამასთანავე, თანაგუნდელების ასისტებით მომარაგება.
საინტერესოა, რამდენად შეასრულებს ალაბა ახალი მწვრთნელის დავალებას.
- 21 ივნისი 2021
- 2 454
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.