„რეალის“ გადაწყვეტილება ხამესთან დაკავშირებით
კარლო ანჩელოტის სამეფო კლუბში მეორედ დანიშვნის შემდეგ, ხამეს როდრიგესის გუნდში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით ბევრი იწერება.
როგორც იცით, კოლუმბიელი შემტევი ნახევარმცველი იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. კარლიტოს თხოვნით, ხამესი ჯერ „ბაიერნში“ მიუყვანეს, ხოლო შემდეგ „ევერტონში“ და მასზე რომ იყოს დამოკიდებული, ესპანეთის დედაქალაქშიც მყისვე მისცემდა მეორე შანსს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევაში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არ აპირებენ ანჩელოტის სურვილის გათვალისწინებას. მადრიდში ფიქრობენ, რომ ბოლო სეზოების შემხედვარე, 29 წლის (2 კვირაში 30-ის ხდება) მოთამაშის სათამაშო დონე არადამაკმაყოფილებელია. ამასთანავე, მისი ანაზღაურება დაახლოებით 7-8 მილიონს შეადგენს წელიწადში, რაც კლუბის ფინანსებისთვის დამატებითი ზეწოლა იქნება.
ერთი სიტყვთ, „რეალი“ უარს ამბობს ვეტერან ხამესზე.
- 21 ივნისი 2021
- 3 017
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.