იგუაინი: ჩემი მიზანი ბომბარდირობაა
გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ იგი უბედნიერესია ჯგუფური ეტაპის ბრწყინვალე დასრულებით. პიპიტას აზრით არგენტინა ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს და მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია.
"არგენტინის ნაკრებმა შესანიშნავ მატჩები ითამაშა და ყველგან დამაჯერებლად მოიგო. ყველა დამეთანხმებით, რომ წლევანდელ მუნდიალზე ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს სწორედ ჩვენ ვთავაზობთ გულშემატკივრებს."
"წინა მატჩში 3 გოლის გატანა შევძელი და ის დღე მე არასდროს დამავიწყდება, ეს იყო უდიდესი ბედნიერება. ამ გოლებმა მე უფრო მეტი მოტივაცია მომცა. ჩემი მიზანი მუნდიალის ბომბარდირობაა, ყველანაირად ვეცდები რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო და ჩემს ნაკრებს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო."
"ჯერ ახალგაზრდა ვარ და ჩემს მიერ ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილი ვარ. მე კიდევ ბევრს ვიმუშავებ იმისათვის, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გავხდე."
- 23 ივნისი 2010
- 1 934
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.