ცნობილია, თუ ვინ იქნება „რეალის“ ახალი პენალტისტი

სერხიო რამოსის გადაბარგების შემდეგ, სამეფო კლუბის თერთმეტმეტრიანების ახალი შემსრულებელი ეყოლება.

როგორც ცნობილია, კარლო ანჩელოტი აღნიშნულ უფლებას კარიმ ბენზემას გადაულოცავს. ფრანგ გოლეადორს კარიერის განმავლობაში მხოლოდ 3 პენალტი აქვს გაცუდებული (21-დან 18 წარმატებული). მისი და ანდალუსიელი მცველის სიზუსტის მაჩვენებელი იდენტურია - 86%.

აღსანიშნავია, რომ ედენ აზარი თანაგუნდელზე უკეთეს დამრტყმელად ითვლება, თუმცა „ცხრიანის“ გაცილებით მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს. სურათი არც იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ სამეფო კლუბის შემადგენლობას კილიან მბაპე გააძლიერებს.

უკანასკნელად, ბენზემამ „რეალის“ მაისურით გასულ სეზონში განახორციელა შედეგიანი დარტყმა თერთმეტი მეტრიდან („კადისის“ წინააღმდეგ).

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)