ვარანი ახალ კლუბთან იწყებს მოლაპარაკებას
როგორც ჩანს, ფრანგი ფეხბურთელის "რეალიდან" გადაბარგება უკვე დროის საკითხია.
Daily Mirror-ის ცნობით, მომდევნო კვირაში ვარანის აგენტი "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენელთან დაიწყებს მოლაპარაკებების პროცესს და თუ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელი "წითელი ეშმაკი" გახდება.
თავის მხრივ, მადრიდელები ახალ ხელშეკრულებას სთავაზობენ "ორიანს," რომელიც ესპანეთში კიდევ 4 წლით დარჩენასა და ხელფასის უმნიშვნელო გაუმჯობესებას გულისხმობს.
ვარანის წასვლის შემთხვევაში, შემადგენლობის დაცვით ხაზში სრული კატასტროფა მოხდება.
- 20 ივნისი 2021
- 2 662
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.