ლუნინს 4 მსურველი ჰყავს
სამეფო კლუბის მეორე კარის დარაჯის გადაბირებით, პრიმერა დივიზიონის 4 კლუბია დაინტერესებული.
"კადისი," "ხეტაფე," "ესპანიოლი" და "გრანადა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდებიან უკრაინელი მეკარის დარწმუნებას, რაც ადვილი საქმე არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ განვლილ სეზონში ლუნინმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ის მაინც ბედნიერია ამჟამინდელი ყოფით და არსად წასვლას არ გეგმავს.
თავის მხრივ, მადრიდულ გრანდსაც სრულიად აკმაყოფილებს ანდრეის პოზიცია, თუმცა სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, შეიძლება გადაიხედოს.
- 20 ივნისი 2021
- 981
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.