„რეალი“ ახალ რეკორდს უმიზნებს
გაზეთი ABC საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, „რეალმა“ შესაძლოა ფეხბურთელების გასხვისებით მიღებული შემოსავლის ახალი რეკორდი დაამყაროს. როგორც ცნობილია, სამეფო კლუბი არა ერთ მოთამაშეს შეელევა და საერთო ჯამში, ვარაუდობენ, რომ კლუბის ბიუჯეტში ტრანსფერებიდან მინიმუმ 160 მილიონი ევრო შევა.
არსებული მომენტისათვის, „თეთრებისთვის“ სარეკორდოა 2017 წლის ზაფხული, როდესაც გაყიდვებიდან 137 მილიონი ევრო მიიღეს.
გუნდიდან წასვლის მთავარ კანდიდატებად კი შემდეგი ფეხბურთელები მოიაზრებიან: ლუკა იოვიჩი (35 მლნ.), დანი სებალიოსი (30), ისკო (25), ოდიოსოლა, მარიანო და ბრაჰიმი (სამივე 20-20). არ არის გამორიცხული, მათ რიგებს ვარანი, მარსელო და ბეილიც დაემატონ.
ყველა ვარიანტში, მომდევნო თვეებში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს.
- 19 ივნისი 2021
- 1 888
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.