ვარანი - ფული თუ ახალი გამოწვევა?
ფაქტობრივად, სამეფო კლუბში შეგუებულნი არიან იმ ფაქტს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანგი მცველი მადრიდს დატოვებს.
რაფაელ ვარანი ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას, თუმცა, „რეალში“ დარწმუნებულნი არიან, რომ ფეხბურთელის ინტერესი არა ფული, არამედ ახალი გამოწვევაა.
როგორც იცით, ვარანი 10 წლის წინ შეუერთდა „ბლანკოსს“ და ამ პერიოდის განმავლობაში, გუნდის შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა. მან კლუბთან ერთად ყველა ტურნისი მოგება შეძლო და შესაბამისად, ძალების მოსინჯვა სხვა სიხშირეზე სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ორიანმა“ ერთხელ უკვე უარით გაისტურმა „რეალი“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, თუმცა მადრიდელებმა ახალი წინადადებით მიმართეს მას.
ვარანის სატრანსფერო ღირებულება 70-80 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს. მისი გაყიდვით მიღებულ დივიდენდს, „თეთრები“ მბაპეს ოპერაციისთვის გამოიყენებენ.
- 19 ივნისი 2021
- 1 072
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.