ლუის კამპოსი უკვე „რეალისთვის“ მუშაობს
საფეხბურთო საზოგადოებაში ლუის კამპოსი ცნობილი პიროვნებაა. სწორედ მის სახელს უკავშირდება წლების წინ მბაპეს ტრანსფერი „მონაკოში.“
განვლილ სეზონში, პორტუგალიელი „ლილის“ სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა და ისტორიის ნაწილიც გახდა, ვინაიდან, გალტიეს შეგირდებმა ლიგა 1-ის მოგება მოახერხეს.
კამპოსის შესაძლებლობებით მოხიბლულია ფლორენტინო პერესი. თვეების განმავლობაში ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გააგრძელებდა მუშაობას, თუმცა ამ დრომდე მხარეებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.
მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ლუისი უკვე მუშაობს სამეფო კლუბისათვის. ის წინა კვირას ლეონარდო სპინაცოლას აგენტს შეხვდა და გარკვეული მოლაპარაკებები აწარმოა ფეხბურთელის ესპანეთში გადასვლასთან დაკავშირებით.
- 19 ივნისი 2021
- 1 051
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.