მოიაზრება თუ არა იოვიჩი „რეალის“ გეგმებში?
კარლო ანჩელოტის სამეფო კლუბში ბევრი პრობლემა დახვდა და მათ შორის ერთ-ერთია ლუკა იოვიჩი.
მადრიდის „რეალმა“ სერბი ფეხბურთელი 2 წლის წინ, 60 მილიონ ევროდ დაიბევა და მასთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. „აინტრახტში“ ფეერიული ბოლო სეზონის შემდეგ (27 გოლი), თავდამსხმელმა ესპანეთის დედაქალაქში სრული კრახი განიცადა, რის გამოც, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, დროებით, კვლავ ფრანკურტში დააბრუნეს, სადაც საწყის 3 შეხვედრაში სათადარიგოდან შემოსვლის შემდეგ 3 შედეგიანი დარტყმა განახორციელა, ხოლო როდესაც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში, მიზანი გაუმრუდდა.
იოვიჩმა „რეალის“ მაისურით 1014 წუთი გაატარა საქმეში, რა პერიოდის განმავლობაშიც, 2-2 გოლი და ასისტი მიითვალა. ცხადია, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისგან გაცილებით მეტს მოელოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოთამაშის გვარი „რეალის“ ახალი სეზონის გეგმებში არ მოიაზრება. მადრიდელებს მისი გასხვისება აქვთ განზრახული და ფასიც დაადეს - 40 მლნ. ევრო, თუმცა რამდენად შეძლებენ ლუკას სარფიანად გაყიდვას, მეორე საკითხია, ვინაიდან, არსებული მომენტისათვის, Transfermarkt-ისა და BeSoccer-ის გამოთვლით, სერბის სატრანსფერო ღირებულება 20-დან 30 მილიონის ფარგლებში მერყეობს.
ფეხბურთელის გადაბირების ყველაზე დიდ ინტერესს იგივე „აინტრახტი“ გამოთქვამს. თუ გერმანელებმა ანდრე სილვა გაუშვეს გუნდიდან, მაშინ, მყისვე იოვიჩის ტრანსფერზე გადაერთვებიან, რათა ფეხბურთელზე სრულფასოვანი უფლება მოიპოვონ.
as
- 19 ივნისი 2021
- 864
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.