ბეილი:„რამოსის საკითხი ჩემი საქმე ნამდვილად არ არის“
გარეთ ბეილმა სერხიო რამოსს ახალ ასპარეზზე წარმატებები უსურვა.
„რამოსის საკითხი ჩემი საქმე არ არის და ამ თემაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ბუნებრივია, რომ გული დამწყდა სამეფო კლუბიდან ესპანელის წასვლის გამო, ვინაიდან ის „რეალის“ სახე იყო, თუმცა მე პატივს ვცემ, როგორც მის, ასევე კლუბის არჩევანს.“
„როგორც გითხარით, ჩემი მომავლის შესახებ მას შემდეგ გამცნობთ, როდესაც უელსის ნაკრებიდან გავთავისუფლდები. ჯერ-ჯერობით საკლუბო საკითხებზე საუბრის დრო არ მაქვს, ვინაიდან მთლიანად ვარ ორიენტირებული ნაკრების წინსვლაზე.“
- 19 ივნისი 2021
- 5 297
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.