„პსჟ“-მ სერხიო რამოსს სენსაციური კონტრაქტი შესთავაზა
„პსჟ“ მზად არის, სერხიო რამოსისთვის ბრძოლაშ მოწინავე პოზიციების დასაკავებლად ყველაფერი გაიღო. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა მანჩესტერ „იუნაიტედს“, „სიტის“, „მილანს“, „ბაიერნს“ და სხვა კლუბებს დიდ კონკურენციას გაუწევს.
ალ ჰელაიფი მზად არის, რამოსს „პსჟ“-ში გადასვლისთვის ერთჯერადი სატრანსფერო ბონუსის სახით 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. გარდა ამისა, პარიზული გრანდი სერხიოს 2+1 ფორმატის კონტრაქტს შესთავაზებს, სადაც ფეხბურთელის შემოსავალი 15 მილიონ ევროს მიაღწევს.
ამ ყველაფერთან ერთად, პარიზელები რამოსს და მის ოჯახს საფრანგეთის დედაქალაქში სახლს უყიდიან.
რაც შეეხება სარეკლამო შემოსავლებს. რამოსი სრულიად გათავისუფლდება „პსჟ“-სთან რაიმე სახის თანხის გადახდის ვალდებულებისგან, რომელიც მის სარეკლამო შემოსავლებს დაუკავშირდება.
- 19 ივნისი 2021
- 1 808
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.