სერხიო რამოსი და რაფა ვარანი ერთ კლუბში ითამაშებენ?
ბრიტანული გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ სერხიო რამოსმა და რაფაელ ვარანმა შესაძლოა ერთ კლუბში ითამაშონ და ამის შანსი ნამდვილად დიდია.
ორივე ფეხბურთელს მანჩესტერ „იუნაიტედში“ ასპარეზობას უწინასწარმეტყველებენ. ინგლისური მხარე მზად არის, რამოსს წლიურად 15 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა მხარეები ჯერ-ჯერობით ვერ თანხმდებიან ერთჯერად სატრანსფერო ბონუსზე, რომელსაც ფეხბურთელი ითხოვს და რომლის ოდენობაც 20 მილიონი ევროა.
რაც შეეხება ვარანს. „იუნაიტედი“ მზად არის, ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო დღესვე გადაიხადოს, მაგრამ ფლორენტინო პერესი 80 მილიონამდე ითხოვს.
თუ შეთანხმება შედგება, გამოდის, რომ მადრიდული დაცვა პრემიერლიგაში გადაინაცვლებს და მანჩესტერ „იუნაიტედის“ უკანა ხაზს გააძლიერებს.
- 19 ივნისი 2021
- 1 508
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.