რამოსს ახალი მსურველი გამოუჩნდა - „სიტი“ გამოირიცხა
35 წლის ესპანელი მცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ახალი კლუბის მოლოდინშია.
AS-ის ცნობით, სერხიო რამოსისთვის ბრძოლას არ აპირებს „მანჩესტერ სიტი,“ ვინაიდან „რეალის“ ყოფილი კაპიტანი გვარდიოლას გეგმებში არ შედის. მის განკარგულებაში 4 მაღალი დონის ცენტრალური მცველია, ლაპორტის, რუბენ დიასის, სტოუნსისა და აკეს სახით.
ამასობაში კი, ესპანელ ვეტერან მოთამაშეს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „პსჟ“-ს პარალელურად, ახალი მსურველი გამოუჩნდა - „მილანი“ (აღნიშნული ინფორმაცია El Chiringuito de Jugones-ის ეთერში გავრცელდა). იტალიელები დიდი სიხარულით შეეგებებიან სერხიოს „როსონერიში“ გადასვლას, თუმცა ფინანსური თვალსაზრისით მის დაკმაყოფილებას ვერ მოახერხებენ. მილანელები მხოლოდ 8 მილიონ ევროს სთავაზობენ ხელფასის სახით რამოსს, რაც ფეხბურთელის სასურველ გასამრჯელოზე 7 მილიონით ნაკლებია.
როგორც ჩანს, საბოლოოდ, სერხიო რამოსს „იუნაიტედსა“ და „პარიზს“ შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, ვინაიდან, მხოლოდ ამ გრანდებს შეუძლიათ მისთვის საინტერესო ციფრების დაწერა.
AS
- 19 ივნისი 2021
- 1 280
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.