ვარანი სასტიკ უარზეა

სერხიო რამოსის წასვლით, სამეფო კლუბში სატრანსფერო საგა არ დასრულებულა. ამჯერად, დიდი ციებ-ცხელება რაფაელ ვარანის ირგვლივ არის შექმნილი.

დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფრანგი მცველი მადრიდის „რეალს“ დატოვებს, ვინაიდან, კლუბს მისთვის მისაღები წინადადების გაკეთება არ ძალუძს.

რიგი გამოცემების ინფორმაციით, „რეალმა“ შესაძლოა კილიან მბაპეს სატრანსფერო ოპერაციში ჩართოს ვარანი (პარიზული გრანდი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად, „ორიანის“ ერთ-ერთი მთავარი მსურველია). ასეთ შემთხვევაში, ფლორენტინოს მხოლოდ 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს ფრანგებისათვის, თუმცა Defensa Central-ის ცნობით, თავად ფეხბურთელი მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების სასტიკი წინააღმდეგია. თუ მას ესპანეთიდან გადაბარგება მოუწევს, ამის განხილვა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს და არა ზემოთ ნახსენები სახით.

ბებერი კონტინენტის პირველობის დაწყებამდე, ვარანის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენდა. სპეციალისტების ვარაუდით, ტურნირის მიწურულს, ფეხბურთელის ფასი 10 მილიონით მოიმატებს.

შეგახსენებთ, რომ რაფასთან დაკავშირებით კლუბს 2 ვარიანტი აქვს - კონტრაქტის გახანგრძლივება ან სარფიანად გაყიდვა მიმდინარე ზაფხულს.


1

19 ივნისი 2021 01:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 121
რატო მაზიზღებენ თავს ამ კარიერის ბოლოს ეს ნაბიჭვრები, ყბელა გაიკრიბეთ თქვენი დედებიც რეალი მანც დარჩება გრანდად
-----------------------
მესი-კარიერაში მაისური ერთადერთ ფეხბურთელს ვთხოვე, და ეს ზიდანი იყო. რონალდიონიო-ზიდანი ერთადერთი იყო ვინც ბრაზილია და ბრაზილიელები არაფრად ჩაგვთვალა. ხენტო-6 ლიგა, რონალდო-5 ლიგა, ბარსელონა 5 ლიგა. RIP KOBE.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)