„რეალის“ გეგმა აზარისთვის

კარლო ანჩელოტი დიდ იმედებს ამყარებს ედენ აზარზე. ბელგიელი ფეხბურთელი მისი ფორმაციის „რეალის“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა უნდა გახდეს.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბელგიელ ფეხბურთელს განსაკუთრებულ რეჟიმში მოუწევს ცხოვრების გაგრძელება, რომელიც სპეციალურ სავარჯიშო გეგმასა და მკაცრ დიეტას მოიცავს, რათა „რეალში“ დაბრუნებისას, მისი ფიზიკური კონდიციები მოწოდების სიმაღლეზე იყოს.

ანტონიო პინტუსმა უკვე შეიმუშავა პროგრამა ფეხბურთელისათვის და თუ „შვიდიანი“ ყველაფერს ზედმიწევნით შეასრულებს, მას წონასთან დაკავშირებული პრობლემა აღარ შეექმნება.

აზარი 2 წლის წინ შეუერთდა სამეფო კლუბს. ტრავმების გადამკიდე, მოთამაშემ ვერადავერ მოახერხა საუკეთესო თვისებების გამოვლენა. ის ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად კონტინენტის პირველობისთვის იბრძვის და საკმაოდ წარმატებითაც.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)