მორიგი ანონსი - „რეალს“ კიდევ ერთი ვარსკვლავი ტოვებს!
ფრანგული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რაფაელ ვარანი ოფიციალურად დაადასტურებს, რომ სამეფო კლუბის რიგებს ემშვიდობება...
ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ ხდება. მართალია, ფრანგს „ბლანკოსთან“ კიდევ 1 წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს, მაგრამ ფლორენტინო პერესის გეგმებში ფრანგი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება არ შედის.
სამეფო კლუბს ვარანის სანაცვლოდ 70-იდან 80 მილიონ ევრომდე მიღება სურს. რაფაზე პრეტენზიას „პსჟ“, მანჩესტერ „იუნაიტედი“ და კიდევ რამდენიმე გრანდი აცხადებს.
- 18 ივნისი 2021
- 1 167
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.