ბეილი კვლავ ბეილობს
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში, თურქეთისა და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ, გულშემატკივრება ნამდვილი გარეთ ბეილი იხილეს.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდის კაპიტანმა თერთმეტმეტრიანის გოლად გარდასახვდა ვერ მოახერხა, მაინც უდიდესი წვლილი შეიტანა მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში. „დრაკონებმა“ სწორედ ბეილის საგოლე გადაცემების წყალობით მოახერხეს თურქების ძლევა (2-0). ამის გარდა, მადრიდელმა ფეხბურთელმა 3 ე.წ. ქეი პასი გააკეთა, თუმცა თანაგუნდელებმა ვერ გამოიყენეს. ის წარმატებით თამაშობდა უკანა ხაზშიც და აქტიურად იყო ჩართული პრესინგსა და თუ სხვა დავალებებში. ერთი სიტყვით, მან კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ უმაღლესი კლასის მოთამაშეა, რის გამოც, „უეფასგან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მიიღო.
მიმდინარე ზაფხული მეტად მნიშვნელოვანი იქნება ბეილისთვის. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის მადრიდში დაბრუნდება და კარლო ანჩელოტისთან გამართავს შეხვედრას თავის მომავალთან დაკავშირებით. გარეთს 2022 წლის 30 ივნისს ეწურება მოქმედი ხელშეკრულება „ბლანკოსთან“ და ამ ეტაპისთვის უცნობია მისი გეგმები.
თავის მხრივ, უელსელის ასეთი გარჯით გახარებულნი არიან მადრიდში. მან ნაყოფიერი სეზონი ჩაატარა „ტოტენჰემშიც,“ სადაც 16 შედეგიანი დარტყმის განხორციელება მოახერხა („რეალში“ მასზე მეტი მხოლოდ ბენზემამ გაიტანა), მაგრამ, საინტერესოა, იქნება კი ის „რეალში“ ასეთი მოტივირებული?!
„მას ძალიან კარგად ვიცნობ. სათანადო მოტივაციის შემთხვევაში, გარეთს დიდებული სეზონის დადება შეუძლია. მე ამის მჯერა“ - დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა სამეფო კლუბში დაბრუნების შემდეგ.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მანამდე კი, ბეილის მთავარი საზრუნავია უელსის ნაკრების ჯგუფური ეტაპიდან გაყვანა. ისინი ბოლო ტურში ძლევამოსილ იტალიას შეერკინებიან.
- 18 ივნისი 2021
- 1 082
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.