რა ბედი ეწევა ჰუგო დუროს?
სამეფო კლუბმა 21 წლის თავდამსხმელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
ჰუგო დურო, რომელიც განვლილი სეზონში „რეალ მადრიდ კასტილიაში“ იჯარის წესით ირჯებოდა, კვლავ მშობლიურ „ხეტაფეში“ დაბრუნდება. მადრიდელების სურვილი იყო, რომ ფეხბურთელი კიდევ 1 წლით დაეტოვებინათ რაულის განკარგულებაში, რაზეც უარი მიიღეს, ხოლო თავის მხრივ, „თეთრები“ 4 მილიონი ევროს გადახდასა და ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსყიდვას არ აპირებენ.
ჰუგომ „რეალის“ მეორე გუნდის რიგებში 12 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მას ზიდანმა ორჯერ მისცა პირველ შემადგენლობაში თავის გამოჩენის საშუალება („რაიო ვალეკანოსა“ და „ატალანტასთან“).
MARCA
- 18 ივნისი 2021
- 740
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.