ლუნინის პრობლემა
ალბათ, ტიბო კურტუას დიდებული და სტაბილური თამაშის შემყურე, გულშემატკივრების უმრავლესობას სულ არ ახსოვთ, რომ შემადგენლობაში მეორე კარის დარაჯიც ირიცხება.
განვლილი სეზონის განმავლობაში, ანდრეი ლუნინმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 22 წლის მეკარე, რომლის შესაძლებლობებშიც „რეალმა“ 3 წლის წინ 8.5 მილიონი ევრო გადაიხადა, „კოპა დელ რეიზე“ „ალკოიანოს“ წინააღმდეგ გაისარჯა. აღნიშნულ მატჩში მან 2 გოლი გაუშვა, რაც კლუბის სამეფო თასიდან გამოგდების საფუძველი გახდა.
გამომდინარე იქედან, რომ უკრაინელს სათამაშო წუთები პრაქტიკულად არ აქვს, ანდრეი შევჩენკომ მისი ევროპის ჩემპიონატზე წაყვანისაგან თავი შეიკავა. „ბლანკოსის“ პირველ გუნდში ჩარიცხვამდე, ის ჯერ „ლეგანესში (7 მატჩში მიიღო მონაწილეობა),“ ხოლო შემდეგ „ვალიადოლიდსა (2 მატჩში მიიღო მონაწილეობა)“ და „ოვიედოში (20 მატჩში მიიღო მონაწილეობა)“ გაისარჯა (სამივე გუნდში იჯარის წესით იასპარეზა).
ლუნინი საფეხბურთო საზოგადოებამ მსოფლიოს 20 წლამდელთა მუნდიალზე გაიცნო, სადაც უკრაინელმა ახალგაზრდებმა ტიტულის მოგება მოახერხეს, ხოლო ანდრეი ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერი გახდა. მან 2018 წელს მთავარ ნაკრებშიც ითამაშა.
მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ესპანური გამოცემების ცნობით, ლუნინი მაინც არ გეგმავს „რეალის“ დატოვებას. ის კმაყოფილია თავისი ამჟამინდელი ყოფით და შანსს დაელოდება.
MARCA
- 18 ივნისი 2021
- 751
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.