ვინ იქნება „რეალის“ ახალი ლიდერი?
მომდევნო სეზონი მეტად საინტერესო უნდა გამოდგეს სხვადასხვა თვალსაზრისით.
სერხიო რამოსის გუნდიდან გადახვეწით, „რეალმა“ დაკარგა არა მხოლოდ დიდებული შესაძლებლობების ფეხბურთელი მოედანზე, არამედ ჭეშმარიტი ლიდერული თვისებების მქონე კაპიტანი გასახდელში, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში ღირსეულად ატარებდა სამკლავურს.
„რეალის“ უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, შემადგენლობაში ყოველთვის მრავლად იყვნენ წინამძღოლობის ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები. „იუვენტუსში“ გადასვლამდე, კრიშტიანუ რონალდუც საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა შემადგენლობაში და ახლა უკვე რამოსის გარეშე, სხვა ფეხბურთელების მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.
ასეთებად შეგვიძლია მივიჩნიოთ კარიმ ბენზემა და დანიელ კარვახალი. ფრანგი გოლეადორის ავტორიტეტი რონალდუს წასვლის შემდეგ საკმაოდ გაიზარდა. მომავალი ფორმაციის სამეფო კლუბში ის ვიცე-კაპიტნის წორდებას მოირგებს. რაც შეეხება 29 წლის განაპირა მცველს, მისი რეპუტაციაც ამაღლდა ბოლო წლების განმავლობაში. ის ერთგვარად ესპანელი ფეხბურთელების ცენტრია გუნდში და თუ ტრავმიანობა ხელს არ შეუშლის, აუცილებლად იტყვის სათქმელს.
ამასთანავე, ახალი ლიდერის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატურად მოიაზრება კაზემირო. ყველაზე მეტად სწორად მას უწინასწარმეტყველებენ რამოსის დატოვებული კვერთხის აღებას. ბრაზილიელი შემადგენლობის განუყოფელი წევრია, რომელსაც გულშემატკივრებთან ურთიერთობაშიც ლომის წვლილი შეაქვს.
კაზემირო სრულად გამსჭვალულია კლუბის ღირებულებებითა და ფასეულობებით. მას ხასიათიც აძლევს შესაძლებლობაბს, რომ დიდ ფიგურად ჩამოყალიბდეს.
თანაგუნდელებს დახმარებას გაუწევს ლუკა მოდრიჩიც. ის საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია და მის აზრს პატივისცემით ეპყრობიან.
MARCA
- 18 ივნისი 2021
- 1 437
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.