ვინ იქნება „რეალის“ მე-4 ცენტრალური მცველი?
როგორც ჩანს, ახალ სეზონში „რეალის“ უკანა ხაზი სრულიად განსხვავებული იქნება.
ბოლო პერიოდში ბევრი იწერება სამეფო კლუბის მხრიდან ჟულე კუნდესა და პაუ ტორესის მიმართ ინტერესზე. ერთი შეხედვით, ვეტერანი ფეხბურთელების წასვლით გამოწვეული დანაკლისი, სწორედ მათ უნდა ამოევსოთ, თუმცა ასე არ მოხდება. Cadena SER-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ სერხიო რამოსის გზას რაფაელ ვარანიც გაიზიარებს, რისი შანსიც საკმაოდ მაღალია, კლუბი დაცვითი შესაძლებლობების მქონე მოთამაშეში ფულის გადახდას არ აპირებს.
ედერ მილიტაოს, დავიდ ალაბასა და ნაჩო ფერნანდესის შემდეგ, შემადგენლობის მე-4 ცენტრალური მცველის წოდებას ხესუს ვალეხო მოირგებს, რომელიც იჯარის საფუძველზე „გრანადაში“ გამოდის და მზად არის, საჭიროებიდან გამომდინარე დაბრუნდეს დედაქალაქში.
- 18 ივნისი 2021
- 1 190
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.