რა შემთხვევაში დატოვებს მარვინი კლუბს?
ბოლო პერიოდში, 20 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბევრი ზარი შედის.
ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მარვინ პარკის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს იტალიური „ტორინო“ იჩენს. ისინი მზად არიან მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გაიფორმონ მოთამაშე.
მარვინმა განვლილ სეზონში 132 წუთი გაატარა მოედანზე პირველი გუნდის რიგებიდან და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გულშემატკივრების მხრიდან სიმპათია დაემსახურებინა. ის ბლანკოსთან, გუტიერესასთან, არიბასა და გილასთან ერთად, „რეალის“ აკადემიის ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.
გამომდინარე იქედან, რომ მარვინის ხელფასი დიდ ტვირთად არ აწევს სამეფო კლუბს, ამ ეტაპისათვის, მისი გასხვისების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მადრიდელები მხოლოდ მსუყე შეთავაზების შემთხვევაში აუნთებენ მწვანეს მის ტრანსფერს.
AS
- 18 ივნისი 2021
- 795
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.