რა კავშირშია ალაბას ტრანსფერი რამოსის წასვლასთან?
მომდევნო სეზონიდან მადრიდის „რეალის“ ლეგენდა სხვა კლუბის მაისურით იასპარეზებს.
გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე, სერხიო რამოსმა დასძინა, რომ „კლუბიდან წასვლა არ სურდა, თუმცა როდესაც წარმოდგენილ შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა, უკვე გვიანი იყო.“
Defense Central-ის ინფორმაციით, თავდაპირველად, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ოფისში კაპიტანს 1 წლიანი ხელშეკრულება დაუდეს მაგიდაზე, ამ უკანასკნელმა კი უარი განაცხადა, ვინაიდან მისი სურვილი იყო, რომ კიდევ 2 წლით დაეკავშირებინა მომავალი სამეფო კლუბისათვის. აღნიშნულის შემდეგ, მადრიდელებმა მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს და ყველაზე ოპტიმალურად, დავიდ ალაბას კანდიდატურა მიიჩნიეს, რომელიც რამდენიმე თვეში თავისუფალი აგენტი ხდებოდა და მის ტრანსფერში არაფრის გადახდა არ მოუწევდათ. „თეთრებმა“ მალევე დაამყარეს კომუნიკაცია ავსტრიელთან და შეთანხმებასაც ადვილად მიაღწიეს.
მას შემდეგ, რაც ანდალუსიელმა ფეხბურთელმა კლუბის წინადადებაზე გადაწყვეტილება აცნობა წარმომადგენელს, მას უთხრეს, რომ პასუხი უკვე დაგვიანებული იყო.
- 18 ივნისი 2021
- 1 143
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.