„რეალის“ გადაწყვეტილება ვარანთან დაკავშირებით
სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ, დღის წესრიგში რაფაელ ვარანის კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხი დადგა.
როგორც იცით, ფრანგ ფეხბურთელს 2022 წლის 30 ივნისს ეწურება მოქმედი ხელშეკრულება სამეფო კლუბთან. „რეალმა“ ან ახალი ხელშეკრულება უნდა შეთავაზოს ცენტრალურ მცველს, ან სარფიან ფასად გაასხვისოს მიმდინარე ზაფხულში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაისად, თავისუფალი აგენტის სტატუსის მინიჭებით მოუწევს მისი გუნდიდან გაშვება, რაც ცალსახად არასწორი და არამომგებიანი იქნება.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, რომელმაც თვეების წინ ზიდანის გუნდიდან წასვლა იწინასწარმეტყველა, ფლორენტინო პერესი ძალისხმევას არ დაზოგავს იმისათვის, რომ ვარანი ანჩელოტის განკარგულებაში დატოვოს, ვინაიდან, სერხიო რამოსის გადაბარგების შემდეგ, შემადგენლობის უკანა ხაზი კიდევ ერთი ლიდერის დაკარგვას ვერ გადაიტანს.
შეიძლება ითქვას, რაფაელის შეკავება, პრეზიდენტისთვის ადვილი საქმე არ იქნება. ფეხბურთელის შესაძლებლბებით უკვე არა ერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული და ისინი საკმაოდ სოლიდურ პირობებს სთავაზობენ მას, შესაბამისად, ვარანი მხოლოდ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული კონტრაქტის შემთხვევაში იქნება თანახმა, კარიერა კვლავ მადრიდულ გიგანტში გააგრძელოს.
- 18 ივნისი 2021
- 1 427
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.