ბელგიისა და ბრაზილიის მორიგი გამარჯვება, ავსტრიის პირველი მარცხი

გუშინ, ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის მეორე ტურის მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელშიც მადრიდისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 1-2 სძლია დანიელებს. კურტუა საწყისი წუთებიდან იცავდა „წითლების“ კარს, ხოლო ედენ აზარი 59-ე წუთზე ჩაერთო საქმეში და არცთუ ისე ურიგოდ. „რეალის“ ნახევარმცველმა გამარჯვების გოლი გაატანინა დე ბრუინს. აღნიშნული მოგებით ბელგიელებმა 1/8 ფინალის საგზური გაინაღდეს.

ავსტრიის ნაკრებმა 2 უპასუხო გოლი გაუშვა ჰოლანდიელებისგან. დავიდ ალაბამ, რომელიც გუნდის კაპიტანია, 90 წუთი გაატარა მოედანზე. ის ცენტრალური მცველის პოზიციაზე ირჯებოდა და მე-10 წუთზე მსაჯისგან ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. ავსტრიელებისათვის ბოლო ტურში, უკაინელებთან მატჩი მეტად მნიშვნელოვანია. მათ ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვთ.

კოპა ამერიკას მეორე სათამაშო დღეს, ბრაზილიამ გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა პერუ (4-0). ედერ მილიტაომ შეუცვლელად იასპარეზა, ხოლო კაზემირო სათადარიგოდან არ წამომდგარა.


1

18 ივნისი 2021 10:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 619
ალაბა როგორც მცველი არის დირკა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ეგ გუშინ, იმედის დაცვაში დაყენებას არ უპირებს ანჩელოტი, თვითონვე იძახის კაცი ნახევარდაცვაში უნდა ვთამაშობდეო მეტი რაღა თქვას

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (91)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)