რელანო:„რამოსს მცირე ჩავარდნაც არ აპატიეს“
ალფრედო რელანომ მადრიდის „რეალისა“ და სერხიო რამოსის ურთიერთობა გააანალიზა და განაცხადა, რომ 2021 წელი ესპანელი ფეხბურთელისთვის ცუდად დაიწყო.
„მაშინ, როდესაც „რეალის“ დაცვა რამოსის გარეშე წარმოუდგენელი იყო, ფლორენტინო პერესმა სხვა პერსპექტივაც დაინახა. მილიტაომ, ნაჩომ და სხვებმა შეძლეს და სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე უმაღლესი დონე აჩვენეს.“
„ვარანის არყოფნაშიც კი, გუნდის დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იდგა და რამოსი ფაქტობრივად აღარ ითვლებოდა ქვაკუთხედად.“
„ამ ყველაფერს დაერთო უთანხმოება კონტრაქტზე, ფინანსურ საკითხებზე და ასე შემდეგ.“
„დღეს ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, სამეფო კლუბი ლეგენდარულმა ფიგურამ დატოვა, რაც ძალიან სამწუხაროა.“
- 17 ივნისი 2021
- 1 199
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.