ჰოლანდი და მბაპე - „რეალის“ ახალი გეგმა
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან ბევრი იწერება სამეფო კლუბის მხრიდან ჰოლანდისა და მბაპეს ინტერესზე.
ეჭვგარეშეა, რომ კლუბის მთავარი პრიორიტეტია ფრანგი შემტევის გამადრიდელება, თუმცა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ნასერ ალ ხელაიფიმ მის გაყიდვაზე სასტიკი უარი განაცხადა? გაზეთ ABC-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესის გეგმებშია ამავე ზაფხულს ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელება და ის მზად არის, კილიან მბაპეს გადაბირება 2022 წლისთვის გადადოს და მთლიანი რესურსი ნორვეგიელი გოლეადორის „რეალში“ გადასვლა მოახმაროს.
ასეთ შემთხვევაში, მადრიდელები მბაპეს სრულიად უფასოდ გაიფორმებენ, ვინაიდან გაისად, ახალგაზრდა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება.
- 17 ივნისი 2021
- 1 369
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.