ვინ დაეპატრონება 4 ნომრიან მაისურს?
სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ, „რეალის“ ლეგენდარული 4 ნომრიანი მაისური თავისუფალია.
ესპანურ პრესაში უკვე განიხილავენ შესაძლო ვარიანტს, თუ ვინ შეიძლება გახდეს ანდალუსიელი ფეხბურთელის „შთამომავალი.“ ერთ-ერთი ვერსიით, „ოთხიანის“ ახალი მეპატრონე დავიდ ალაბა გახდება, რომელიც ამ ეტაპისათვის უნომროდაა, ხოლო მისი ფავორიტი ციფრები კი ხელმიუწვდომელია („რვიანი“ ტონი კროოსის საკუთრებაა, ხოლო ლა ლიგის წესების თანხმად, 27 ნომრის აღების უფლება პირველი შემადგენლობის წევრს არ აქვს).
ამასთანავე ვარაუდობენ, რომ რამოსის ყოფილ მაისურს ნაჩო ფერნანდესი მოირგებს, ან გუნდის რომელიმე მომავალი მცველი (მაგ: ჟულ კუნდე ან პაუ ტორესი).
თქვენ ვის ისურვებდით ახალ „ოთხიანად?“
- 17 ივნისი 2021
- 2 137
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.