ზიდანი რამოსის წასვლას გამოეხმაურა
მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავკაცი ზინედინ ზიდანი, სერხიო რამოსის გუნდიდან წასვლას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ჯერ შენი თანაგუნდელობა, ხოლო შემდეგ შეგირდის ამპლუაში ყოლა. ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო კაპიტანი ხარ. წარმატებებს გისურვებ და მადლობა ყველაფრისათვის“ - აღნიშნა ფრანგმა ლეგენდამ „ინსტაგრამზე,“ რომელსაც თან დაურთო ფეხბურთელად ერთად გადაღებული ფოტო.
„უცნაური გრძნობა დამეუფლა, როდესაც გავიგე, რომ წახვედი.“
სერხიო რამოსმა ყოფილ მწვრთნელს მადლობის ნიშნად ე.წ. გულის სმაილები დაუტოვა კომენტარებში.
- 17 ივნისი 2021
- 7 029
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.