როდის ამოეწურა რამოსის შეთავაზებას ვადა?
მადრიდის „რეალში“ გამართულ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე, სერხიო რამოსმა აღნიშნა, რომ მისი სურვილი კლუბში დარჩენა იყო.
„მარკას“ ინფორმაციით, სამეფო კლუბმა ჯერ კიდევ მარტში გაუკეთა შეთავაზება ანდალუსიელ მცველს, რომელსაც აღნიშნული თვის ბოლომდე ჰქონდა დრო გადაწყვეტილების მისაღებად. გამომდინარე იქედან, რომ ახალი ხელშეკრულება მოთამაშის ნების საწინააღმდეგო იყო (2-ის ნაცვლად მხოლოდ 1 წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებდა და ამასთანავე ხელფასის დაქვეითებას), კაპიტანს გარკვეული დრო სჭირდებოდა მოსაფიქრებლად და საბოლოოდ, მან კლუბის ახალი წინადადება მიიღო, თუმცა გარკვეული ვადების დარღვევით, რაზეც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უპასუხეს, რომ უკვე გვიანი იყო.
სერხიო რამოსის განცხადებით, არც თვითონ და არც მისი წარმომადგენელი ინფორმირებულნი არ იყვნენ, თუ კლუბის შეთავაზებას კონკრეტული ვადა ჰქონდა და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.
MARCA
- 17 ივნისი 2021
- 1 459
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.