რამოსი:,,რეალიდან წასვლა არ მსურდა, მაგრამ კლუბმა მითხრა რომ გვიანია"
სერხიო რამოსმა გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა იმ გარემოებებზე, რის გამოც „რეალიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო...
„პირველ რიგში მედიიის წარმომადგენლებს მადლობას ვუხდი, რომლებმაც დრო დათმეს და ახლა აქ არიან. ჩემთვის დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია.“
„„რეალიდან“ წასვლა არასდროს მსურს, ჩემი მიზანი კარიერის აქ გაგრძელება იყო. კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე ახალ ხელშეკრულებაში ხელფასის შემცირება იყო გათვალისწინებული. ჩვენ გვქონდა ინტენსიური მოლაპარაკებები, მე სხვა პირობებს განვიხილავდი, თუმცა საბოლოო ჯამში „ბლანკოსის“ შემოთავაზებას დავთანხმდი, თუმცა შემდეგ გავიგე, რომ უკვე გვიან იყო და შეთანხმება აღარ განიხილებოდა, ეს პოზიცია გავითავისე და დღეს ეს რეალობა გვაქვს.“
„დიახ, მე წინადადებას დავთანხმდი, მაგრამ მითხრეს, რომ შეთავაზებას ვადა გაუვიდა. სიმართლე მხოლოდ ეს არის, მაგრამ მე ვამაყობ იმ 16 წლით, რომელიც სამეფო კლუბში გავატარე.“
„დიახ, მზად ვიყავი, კონტრაქტზე ხელი მომეწერა. ამას ახლაც ვამბობ, მაგრამ მადრიდული კარიერა უკვე ისტორიაა, ჩვენ არსებულ რეალობზე შევჯერდით.“
„ფლორენტინო პერესის საწინააღმდეგო განცხადებას არასდროს გავაკეთებ, ის ჩემთვის მამასავით იყო. სწორედ პერესმა მომიყვანა სამეფო კლუბში, მისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას და დაფასებას ვგრძნობდი. გუნდის ხელმძღვანელთან ჩემი ურთიერთობა ყოველთვის სამაგალითო იქნება.“
„ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს, რომ „რეალის“ შემოთავაზებას კონკრეტული ვადა ჰქონდა. ნამდვილად გამიკვირდა, როდესაც მითხრეს, რომ ჩემი პასუხის შემდეგ გუნდის შემოთავაზება ძალაში აღარ იყო.“
„ახლა ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ სხვადასხვა ადგილზე. „რეალს“ დიდ წარმატებებს ვუსურვებ, მე კი ახალ კლუბში ვეცდები უმაღლესი დონის ჩვენებას.“
„შესაძლოა სიტუაციის შეფასება სწორედ ვერ შევძელი. არ ვიცი, ახლა რა უნდა გითხრათ. ჩვენ შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა შეწყდეს.“
„ფლორენტინოსთან რამდენიმე ინდივიდუალური შეხვედრა მქონდა, მაგრამ ახლა ამ საკითხებზე საუბრის აზრს ვერ ვხედავ.“
„გუნდის პრიორიტეტები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთელის. ეს კანონზომიერებაა. არ ვიცი, რა მიზნებს დაისახავს „რეალი“, მაგრამ ყველა შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ.“
„მომავალ კლუბზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ მიფიქრია. „სევილია“ ჩემი მეორე კლუბია, ის საოცარი წლები გავატარე, მაგრამ დაბრუნებაზე ჯერ-ჯერობით არ ვფიქრობ.“
- 17 ივნისი 2021
- 10 473
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.