ასტონ ვილას ნისტელროის შეძენა სურს
ინგლისური ასტონ ვილა დაინტერესებულია რუუდ ვან ნისტელროის შეძენით, ჰოლანდიელს ვილელების გარდა უამრავი მსურველი ჰყავთ, მაგრამ ვან გოლმა ყველა დაინტერესებული უარით გაისტუმრა, მას არაერთხელ განუცხადებია, რომ სურს სამეფო კლუბში მინიმუმ 2 წლით დარჩენა...
როგორც ინგლისური გამოცემა Daily Mirror იუწყება ასტონ ვილას ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში გაემგზავრება ესპანეთში და აწარმოებს მოლაპარაკებას მადრიდულ მხარესთან, ნისტელროის სანაცვლოდ ინგლისელები 16 მილიონ ევროს იხდიან.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ 17 მილიონიანი შეთავაზება უარყო, რომელსაც თურქული ბეშიქთაში აკეთებდა, ძნელად სავარაუდოა , რომ მადრიდელები 16 მილიონიან შეთავაზებას დათანხმდნენ, მითუმეტეს თავად ვან გოლს ძალიან არ სურს რეალის დატოვება, მაგრამ ერთი რამეც ფაქტია, პერესს სურს გამოიმუშავოს დაახლოებით 90 მილიონი ევრო გაყიდული ფეხბურთელებით. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
- 12 აგვისტო 2009
- 2 942
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.