Cadena - რამოსს „რეალიდან“ წასვლა არ სურდა
Cadena-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალსა“ და სერხიო რამოსს შორის გუშინაც კი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და კაპიტანს წასვლა არ სურდა, მაგრამ ფლორენტინო პერესის უდრეკმა პოზიციამ მოთამაშეს წასვლისკენ უბიძგა.
პერესმა მოუწოდა რამოსს, რომ პატივი ეცა კლუბში არსებული წესებისა და სიტუაციებისთვის.
ფლორენტინო სერხიოს უხსნიდა, რომ 33 წელს ზემოთ ფეხბურთელს 2 წლიან კონტრაქტს ვერ გაუფორმებდა, ვინაიდან ეს პრეცენდენტი დიდი ხანია არ დაფიქსირებულა.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მხარეები საჯარო განცხადებებზე მაინც შეთანხმდნენ და განშორება მშვიდობიანი იქნება.
- 17 ივნისი 2021
- 1 475
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.