რამოსის წასვლით, ვარანის გეგმები იცვლება

უკვე ცნობილია, რომ მომდევნო სეზონიდან სერხიო რამოსი მადრიდის „რეალის“ რიგებში აღარ ითამაშებს.

ანდალუსიელი ფეხბურთელის გადაბარგებით, სამეფო კლუბის დაცვითი ხაზი მნიშვნელოვნად შესუსტდა. ამ მომენტისათვის, შემადგენლობაში მხოლოდ 4 ისეთი ფეხბურთელი ირიცხება, რომლებსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზე ძალუძთ ასპარეზობა. ესენი არიან: ედერ მილიტაო, ნაჩო ფერნანდესი, ახალწვეული დავიდ ალაბა და რაფაელ ვარანი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ასევე ბევრი იწერება ფრანგი მოთამაშის ახალ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, კაპიტნის წასვლის შემდეგ, რაფას გეგმები შეიცვალა. მისი კონტრაქტი „ბლანკოსთან,“ 2022 წლის 30 ივნისამდეა მოქმედი და ბუნებრივია, რომ თუ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლიდერი დარჩენას გადაწყვეტს, „რეალს“ ახალი ხელშეკრულებისა და პირობების შეთავაზება მოუწევს ფეხბურთელისთვის.

ჟურნალისტ ნიკოლა სკირას ცნობით, კლუბი და მოთამაშე ახლოს არიან შეთანხმებასთან, რაც უახლოს მომავალში ფართო საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)